mcenareTa samyaro - oqrosferi wyalmcenareebi

Домен: Эукариоты
Группа: SAR
Группа: Страменопилы
Отдел: Охрофитовые водоросли
Класс: Золотистые водоросли
Международное научное название: Chrysophyceae

 

ოქროსფერი წყალმცენარეები - (ინგ. Golden algae) (რუს. Золотистые водоросли)

უმდაბლესი მცენარეების ტიპი, აერთიანებს თავისუფლად მცხოვრებ ან მიმაგრებულ ერთუჯრედიან, კოლონიურ, იშვიათად მრავალუჯრედიან ფორმებს. მათი სხეულის სიგრძე 2 სმ აღწევს. ოქროსფერი წყალმცენარეებს მოოქროსფრო-ყვითელ ან რუხ შეფერვას აძლევს ქლოროპლასტში არსებული ქლოროფილი და ყვითელი პიგმენტი ფიკოქრიზინი. ასიმილაციის პროდუქცია ლეიკოზინი, ნაწილობრივ - ცხიმი. ოქროსფერი წყალმცენარეები ავტოტროფული ორგანიზმებია, ზოგიერთი მათგანი იყენებს მზა ორგანულ ნივთიერებებსაც. ოქროსფერი წყალმცენარეების ერთუჯრედიანი ფორმების უმრავლესობა აქტიურად მოძრაობს შოლტებით ან ფსევდოპოდიუმებით. მრავლდებიან დაყოფით და ზოოსპორებით. რამდენიმე სახეობა მრავლდება სქესობრივადაც. ზოგჯერ ქმნიან კაჟოვან ცისტებს. ძირითადად მტკნარი წყლის ორგანიზმებია, იშვიათად ვხვდებით ზღვის ფორმებსაც.